გუშინ, გუშინწინ, მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქციები რუსთაველის გამზირზე, ხომ დამეთანხმებით? ვინმე ვინმეს გამოჰკიდებია ან დაუკავებია? იმიტომ, რომ მშვიდად მიმდინარეობს აქცია. მშვიდ ვითარებაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ როდესაც გადადიხარ ძალადობაზე, გაქვს სურვილი, მოაწყო რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ გამოვა, მეგობრებო." - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"აიღეთ ბერლინის მაგალითი; „ყვითელჟილეტიანების“ აქციები აიღეთ საფრანგეთში, რა მოხდა, როგორ მუშაობს პოლიცია. ეს არის სახელმწიფოებრიობა და არ გამოგივათ ეს რევოლუციები. არსებობს არჩევნები და მისი საშუალებით ხდება ხელისუფლების ცვლილება. არჩევნებში დამარცხდით, დაგამარცხათ ქართველმა ხალხმა. 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას და უთხრა არა - ფაშიზმს. ხართ დამარცხებულები, მაგრამ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და შესაბამისად, მოგიწევთ, დაექვემდებაროთ კანონმდებლობას, იმოქმედოთ კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.