იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან ნოდარ გიორგიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში მიმდინარეობს ქ. ბაღდათი- კაკასხიდი-სოფ. ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა.
სამუშოები, რომლის ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს , სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტრის სრულ განახლებას.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სოფელ ხანის მიმართულებით მოსახლეობა ალტერნატიული გზით გადაადგილდება.პარალელურად, ბაღდათის №1 საჯარო სკოლის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 5 451 332 ლარის ღირებულების პროექტი ითვალისწინებს 300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.
შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, შენობას დაემატა ახალი ფლიგელი. მთლიანად შეიცვალა შიდა სივრცე, შეკეთდა გარე ფასადი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, საკლასო ოთახების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.