კიდევ ერთხელ წამოსცდა რაღაც კაცს, მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, წამოცდენები ისე არ ხდება ხოლმე და როგორც ჩანს, რაც გულში უდევს, ის თქვა.
„არ არის დიდად საინტერესო მისი განცხადებები. მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები როგორც წესი ისე არ ხდება ხოლმე, რაც გულში უდევს სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის თქვა,“- აღნიშნა პრემიერმა