"ისე კითხვა მაქვს, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ იღებენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს, ხომ არ იციან ნეტა? - პრეზიდენტი ნიშნავს. . თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის? - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
"მის მიერ დანიშნული ადგილობრივი არჩევნები მაშინ როგორ არის ლეგიტიმური და როგორ ღებულობენ მონაწილეობას? ვის ატყუებენ. არეულები არიან. თარგმანში დაკარგულები კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან ეს რადიკალები" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს