პროცესებს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს. 

მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იწმინდებოდა ხარაგაულში შემომავალი ცენტრალური გზები, ასევე დაბისა და პატარა ხარაგაულის ქუჩები. სამუშაოები რთულ მონაკვეთებზე გრძელდება.

ხარაგაულის მერი მუდმივ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს გზების დროული გაწმენდა და მოსახლეობისთვის წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება. როგორც კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ხარაგაულში შემსვლელი ცენტრალური გზები სრულად გაწმენდილია.

„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზების გაწმენდა. ხარაგაულში ცენტრალური შემომავალი გზები სრულად გაწმენდილია. დაწყებულია სოფლების ცენტრალური გზების გაწმენდაც, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს. დაბის ქუჩები რეგულარულად იწმინდება მუნიციპალური ტექნიკით. ამ ეტაპზე წყალი და გაზი მოქალაქეებს შეუფერხებლად მიეწოდებათ, ხოლო ელექტროენერგია დროებით გათიშული აქვს დაახლოებით 5 000 აბონენტს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესში ჩართულია მერიის ყველა სამსახური და მუშაობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ხარაგაულის მერმა. 

ტექნიკა მუშაობს სოფლებში: წიფა, ზვარე, მოლითი, ღორეშა ,საღანძილე,  წყალაფორეთი, ნადაბური, კიცხი,ხუნევი,ბორითი, წყალაფორეთი, ვარძია,  ფარცხნალი, სადაც თოვლის საფარი ყველაზე მაღალია და 50 - 70 სანტიმეტრს აღწევს. 

სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ასევე ჩართულები მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი, რომლებიც ადგილზე კოორდინაციას უწევენ შესაბამის სამსახურებს.