უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდებოდა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები, ჭები და ცხაურები. აღნიშნული სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის ქუჩების დატბორვა არ ფიქსირდება. 

მოსახლეობას შეუზღუდავად მიეწოდება სასმელი წყალი.

დასუფთავების სამსახურის მიერ სანაპირო ზოლის მოწესრიგება დაიწყო. სამუშაოები ამ დროისთვის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარის ჩართულობით მიმდინარეობს.

ცენტრალურ პარკში გამწვანების სამსახურის მიერ დაზიანებული ხე-მცენარეების გატანა და გამაგრება განხორციელდა. 
მობილიზებულია მერიის სამსახურები. ყველა შემთხვევაზე ხორციელდება შესაბამისი რეაგირება.