შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, კართუბნის სამელიორაციო არხის გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოს ტერიტორიაზე მდებარე კოლექტორის 1000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და ბალახეული საფარისგან გაიწმინდა. არხში დაგროვებული ნატანი მასა წყლის თავისუფალ მოძრაობას აფერხებდა, რის გამოც უხვი ნალექის პერიოდში არხი სრულად ივსებოდა და მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის დატბორვის საფრთხეს ქმნიდა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არხის გამტარუნარიანობა, შემცირდება სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვის რისკი და შეიქმნება უკეთესი პირობები აგროსექტორის განვითარებისთვის.