„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ,",- ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
"აქტი, რომელიც გუშინ გამოაგდეს და „გოიმებივით“ აყარეს - ყაველაშვილი კი არ ნიშნავს არჩევნებს, არამედ ეს კონსტიტუციური პროცესია და ახლა კი მიფრიალებენ ზარქუას, რომელიც იყო „ნაცი“ და ბიძინას „ნაცი“ დამიწყებს რაიმეს, რომ რაიმე გადამაფიქრებინოს, თუ მიშას „ნაცი“ რა მნიშვნელობა აქვს? „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არ მაინტერესებს, მათი დამოკიდებულება „ლელოსთან“ გამოჩნდა როგორი კოლეგიალურები და კორექტულები არიან", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს
მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს