საფრანგეთში უფლებადამცველებმა ქვეყნის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში (სახელმწიფო საბჭოში) ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
დავის მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ „სადაც შესაძლებელია“ უნდა აკრძალოს ისეთი საპროტესტო აქციები, რომლებსაც პროფკავშირები არ ორგანიზებენ.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მაკრონის ინიციატივა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას აუქმებს. მათი განცხადებით, პროტესტის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს და ეს მხოლოდ პროფკავშირების პრივილეგია ვერ იქნება.
იურისტების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციას აქციის აკრძალვა მხოლოდ მოსალოდნელი არეულობისა და უსაფრთხოების რეალური რისკების გამო შეუძლია და არა იმის მიხედვით, თუ ვინ არის მისი ორგანიზატორი.
სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.