ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, დაგეგმილი კულტურული და საახალწლო ღონისძიებები განიხილეს. ასევე, საჯარო მოხელეებმა მერს და მოადგილეებს კვირის ანგარიში წარუდგინეს.
პაატა კუნჭულიამ მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს, დავალებები და რეკომენდაციები მისცა.
შეხვედრას მერის მოადგილეები - ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე და სოფო რამიშვილი ესწრებოდნენ.