ახალი დირექტორი, ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მოადგილეებთან - ბექა ჩხიკვიშვილთან და სოფო რამიშვილთან ერთად საფეხბურთო კლუბის თანამშრომლებს წარუდგინა.„დღეს ჩემს მოადგილეებთან ერთად, „საფეხბურთო კლუბ მერცხალის“ თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ლაშა ლექვინაძე წარვუდგინე. 

ბატონი ლაშას პროფესიონალიზმი, განათლება და ხედვები, ფეხბურთს კიდევ უფრო განავითარებს. ის სწორ რეფორმებს გაატარებს და კლუბს გააძლიერებს. მას აქვს ჩემი და ჩემი გუნდის მხარდაჭერა. მაქსიმალურად ჩავერთვებით და მხარს დავუჭერთ იმისათვის, რომ ფეხბურთი წინ წავიდეს და დაიბრუნოს ძველი სახელი. სამუშაო ბევრია, მჯერა, რომ ბატონი ლაშა, ღირსეულად გაართმევს თავს და წარმატებებს ვუსურვებ მას ახალ საქმიანობაში.“ - განაცხადა, პაატა კუნჭულიამ.