ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

„მზია ამაღლობელი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ოლარის ოდენობით“, – განაცხადა მოსამართლემ.

 სხდომის პარალელურად  სასამართლოსთან მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია.

 მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.