შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„შვეიცარიის ფედერალური საბჭოსა და შვეიცარიელი ხალხის სახელით, გულთბილად გილოცავთ პირადად თქვენ და თქვენს თანამოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ასევე, მინდა გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის.
საქართველოსა და შვეიცარიას ორმხრივი ურთიერთობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. საერთაშორისო სამართლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა კვლავაც რჩება ჩვენს საუკეთესო ორიენტირად ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მომავალ წლებში კონსტრუქციულად განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.