ხაზარაძეს ბოლომდე აფუჭებს ბიძინა. მიშა მონაგონია, ისე ამცირებს. რა საზიზღარი სანახაობაა ადამიანის ასეთი გასაზიზღრება. შეწყალების მიმართვაზე ევაჭრება ბიძინას კუპრაძე. - ასე აფასებს პრტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი "ლელოს" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძეს განცხადებას.
"ოღონდ მაგას ნუ დაგვაწერინებთ, და ისე შევალთო.
ამ ტიპს ღირსება არ ელახება არაფრით და ყველაფერს იკადრებს - მისი ძალაუფლებასთან მიშვება არ შეიძლება." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს