თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ასაკოვანი ქალი და მისი შვილი
ცხოვრობდნენ. მამაკაცმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო, ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო კი ქალის ალმოდებული სახლიდან გამოყვანა დროულად ვერ მოხერხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას ასაკოვანი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.