ამ წუთებში ხანძარია თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში ერთი ადამიანი იმყოფება.
მეხანძრე მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
რამ გამოიწვია აალება, ჯერჯერობით უცნობია.