M25 თანამედროვე სტანდარტების პრემიუმ საოფისე კომპლექსია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, მთაწმინდაზე ამოქმედდა. პროექტი 4,500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ბიზნესცენტრში განხორციელებული ინვესტიცია 8.5 მილიონი ევროა, საიდანაც 1.3 მილიონი ევრო თიბისის დაფინანსებაა.
M25 ქართულ ბაზარზე სრულიად ახალ კონცეფციას ამკვიდრებს. ბიზნესცენტრის მიზანია, შექმნას სამუშაო გარემოს ახალი სტანდარტი, სადაც პროფესიონალებს შეეძლებათ, შენობიდან გასვლის გარეშე ისარგებლონ გამაჯანსაღებელი და გასართობი აქტივობებით. შედეგად, პროექტი აერთიანებს საოფისე და საერთო სამუშაო სივრცეებს, საკონფერენციო ინფრასტრუქტურას, ფიტნეს დარბაზს, საუნას, სპა-პროცედურების ოთახსადა იოგას სტუდიას.
სულ მალე კომპლექსის ბოლო სართულზე მაღალი კლასის რესტორანი განთავსდება ქალაქის პანორამული ხედებით, რომელიც მოემსახურება როგორც ბიზნესცენტრის მომხმარებლებს, ასევე სტუმრებს და შესაძლებელი იქნება საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვა. პირველ სართულზე კი მომხმარებლებს “ანტრეს” კაფეტერიების ქსელი მოემსახურება.
ბიზნესცენტრში უკვე წარმოდგენილია არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის: “შატო მუხრანი”, Georgian Wines and Spirits, სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ის დეველოპერი და მმართველი კომპანია - Fujin Silk Properties, Ferring Pharmaceuticals-ის წარმომადგენლობა საქართველოში, მონაკოს საკონსულო და სხვა. ამ ეტაპზე სამსართულიან ბიზნესცენტრში მხოლოდ 1 500 კვ.მ ფართობია გასაქირავებელი.
თიბისისთან პარტნიორობით, M25 პრემიუმ საოფისე უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს ბაზარზე თანამედროვე და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სტანდარტების დამკვიდრებას, სადაც ბიზნესის, სერვისისა და ცხოვრების სტილის კომპონენტები ერთ სივრცეში ერთიანდება.