ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ოთხდღიან სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა შორის არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ოქსფორდის, ედინბურგისა და იენის უნივერსიტეტების პროფესორ-სტუდენტები.

მუშაობა უშუალოდ გამოქვაბულში მდებარე "თამარის დარბაზში" მიმდინარეობს, სადაც ქართველი და უცხოელი მკვლევრები ერთმანეთს უახლეს არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და მეთოდოლოგიას უზიარებენ.