ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური, მუნიცაპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელისგან მიიღო დაპირება, რომ წლის ბოლომდე სკოლის მშენებლობა დასრულდება და მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ უკეთეს გარემოში.
„№83 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე ექვსი წელია შეხიზნულები არიან №82 საჯარო სკოლაში. ასეთი პირობებით სასწავლო პროცესის სრულყოფილად მართვა კი შეუძლებელია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეგვპირდნენ, რომ წლის ბოლომდე მოსწავლეები აუცილებლად გააგრძელებენ სწავლას უკეთეს გარემოში,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.