არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. სამწუხაროდ ხაზარაძემ უღალატა ხალხს და დღეს უკვე ოფიციალურად შეეკრა ივანიშვილს. ყურადღებას არ მივაქცევდი ხელშესახები  შედეგები რომ არ ჰქონდეს, სამწუხაროდ სანქციების თარიღი გადაიწევს. ახლა მხოლოდ ერთი კითხვა დარჩა:  მოახერხებს ხაზარაძე და ტვ პირველსაც ჩაითრევს ღალატში თუ ვერ?! - ამის შესახებ თბილისის საკრებულპს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს. 

"მას შემდეგ რაც ის შევიდა ტვ პირველის მართვაში, არხზე ავიკრძალე სრულად. ამას თავის მიზეზები აქვს, მათ შორის 2018 წელს ხაზარაძის ძმაკაცი პრემიერ კვირიკაშვილის დამხობა.

მიუხედავად ამისა, არხის და მისი თითოეული ჟურნალისტის მიმართ მაქვს უდიდესი პატივისცემა. 

იმედი მაქვს, საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლაში გამობრძმედილი ჟურნალისტები მორიგ ჯერზე იტყვიან ღირსეულ სიტყვას.

წარმატებები ჩვენ ბრძოლას! მაინც გავიმარჯვებთ!" - წერს ზვიად კუპრავა "ფეისბუკში". 

ცნობისთვის,  საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს

მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 

"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს